რუსეთის ქალაქ სიზრანში უკრაინული დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა

22 აპრ 2026

რუსეთის ქალაქ სიზრანში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია- ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

უკრაინამ ბოლო თვეების განმავლობაში გააძლიერა თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რადგან აშშ-ს შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერდა, ვაშინგტონი კი ძირითადად ირანის ომზეა ორიენტირებული. 

სიზრანში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით ათასი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, უკრაინული ძალების თავდასხმის სავარაუდო სამიზნე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.

სამარის რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა, ტელეგრამზე დაწერა, რომ ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, გადაარჩინეს. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.