22 აპრ 2026
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად, მილიონობით მოქალაქე ერთი იდეის გარშემო ერთიანდება და ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ პლანეტის დაცვასა და ბუნებრივი ეკოსისტემების გადარჩენაში.
დედამიწის დღე აღნიშნეს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტშიც. ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის მიზნით სტუდენტები დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ და ბულვარის სანაპირო ზოლი გაწმინდეს.
დედამიწის დღე პირველად ამერიკელი სენატორის ინიციატივით 1970 წლის 22 აპრილს აღინიშნა. ყოველწლიურად მსოფლიოში ღონისძიებას 141 ქვეყანაში უერთდებიან.