22 აპრ 2026
პარტია “ხალხის ძალა” რეგიონებში პარტიის წევრებთან შეხვედრებს განაგრძობს, მიხეილ მაჭარაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებთან პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინშია საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით და მანამ საკუთარი გუნდისა და ქართული ოცნების წევრებთან აქტიურ შეხვედრებს გეგმავს.
პარლამენტარმა ასევე შეაფასა კაია კალასის კრიტიკა საქართველოს მისამართით და აღნიშნა რომ, ევრობიუროკრატიაში სერიოზული პრობლემებია და ამერიკამ ამიტომ აქცია ზურგი ევროკავშირს.
ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ვერ ეგუება პოლიტიკურ მივიწყებას და თავს ახსენებს მსგავსი განცხადებებით საზოგადოებას.