მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

22 აპრ 2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაშია. მაკა ბოჭორიშვილი ეუთოში უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმს დაესწრება და  ქვეყნის პირველი დიპლომატი  მისასალმებელი სიტყვით წარსდგება. 

საქართველო  ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა 13 აპრილიდან გახდა  და 2026 წლის 4 სექტემბრამდე იქნება. 

ფორუმის თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ხორციელდება. ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს, მისი ძირითადი მიზანი ეუთო-ს ფარგლებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაა. 2026 წლის პირველ ტრიმესტრში ფორუმს თავმჯდომარეობდა საფრანგეთი.

საქართველოს შემდეგ, თავმჯდომარეობას გაერთიანებული სამეფო გადაიბარებს.