„კატასტროფების რისკის ინკლუზიური მართვა და შემცირება“ - ტრენინგი

22 აპრ 2026

ტრენინგი „კატასტროფების რისკის ინკლუზიური მართვა და შემცირება“ - ამ თემაზე  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გორში კატასტროფების რისკის მართვის ტრენინგი გამართა. 

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები საქართველოსთვის დამახასიათებელ ძირითად საფრთხეებს, კატასტროფების გამომწვევ მიზეზებსა და რისკის მართვის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.

ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებზე და განიხილეს ინდივიდუალურ და ჯგუფურ დონეზე მომზადების პრაქტიკული გზები.

ტრენინგის მიზანი  მონაწილეთა უსაფრთხოების დონის ამაღლება, მოწყვლადობის შემცირება და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების მდგრადობის გაძლიერებაა კატასტროფების მიმართ.