„კლასიკური კონცერტები ბათუმში“ - საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში

22 აპრ 2026

აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 21–24 აპრილს, ბათუმი მასპინძლობს საერთაშორისო ფესტივალს - „კლასიკური კონცერტები ბათუმში“.  

21 აპრილს, 20:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ფესტივალი გაიხსნება კონცერტით „კლასიკური ჰარმონია“, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი პიანისტი ელენ მერსიე და ვირტუოზი მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩი.  ოთხდღიანი პროგრამა აერთიანებს კლასიკურ კონცერტებს, რომლებშიც მონაწილეობენ მსოფლიო დონის შემსრულებლები.

გალა საღამოებზე შესრულდება ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები.  ფესტივალის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.  

პროექტი ხორციელდება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით.

აკონცერტები გაიმართება ბათუმის დრამატულ თეატრში.