ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონები არიან

22 აპრ 2026

ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა რამაზ ზოიძემ. ქართველმა ფინალური დაპირისპირება ოთხგზის ევროპის და ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან, სომეხ მალხას ამოიანთან დათმო.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა.

დღეს ოქროსთვის იჭიდავებს 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იური ლომაძე. მან ნახევარფინალში თურქი არსლანი 3:2 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის საფრანგეთის სახელით გამომსვლელ იბრაჰიმ მაჰომედ ჰასანს დაუპირისპირდება. 

ტურნირზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ გელა ბოლქვაძე და დიეგო ჩხიკვაძე, შესაბამისად, 82 და 67 კილოგრამ წონით კატეგორიებში.