ქართველი სამბისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

22 აპრ 2026

სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამბოში 18 წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ გიორგი ქაშიბაძე და თემო გოგრიჭიანი.

ვერცხლის მედლებს გიორგი მებაღიშვილი, ანა გაგოშიძე და მარიამ მწყერაშვილი დაეუფლნენ. ბრინჯაოს პრიზიორები გოგონათა შორის გახდნენ სალომე ალანია, სოფიო გიუნაშვილი და ანანო კინწურაშვილი. 

ვაჟთა შორის კი ბრინჯაო მოიპოვეს ვლადიმერ მანჩურიძემ და ნიკოლოზ დგებუაძემ.