22 აპრ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1974 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მ.ი. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის გამოყენებით ფულადი თანხის გატაცების ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ი. ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.