მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტზე სიტყვით გამოვა

22 აპრ 2026

რეგიონულ ეკოლოგიური სამიტი მიმდინარეობს ასტანაში, სადაც საერთაშორისო ლიდერები კლიმატის ცვლილების, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიის განვითარების საკითხებს განიხილავენ. 

რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრეიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ასტანაში დელეგაციასთან ერთად  იმყოფება. 

დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყბით გამოსვლა ფირუმის პლენარულ სხდომაზე, სადაც მიხეილ ყაველაშვილი ყურადღებას გაამახვილებს ეკოლოგიურ გამოწვევბსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 

ფორუმის ერთ- ერთი მთავარი თემა დაკავშირებადობაა- საკითხი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის. 
ამ მიმართულებით განსაკითრებული აქცენტი კეთდებ საქართველოს როლზე, როგორც სატრანზჯტო ჰაბზე, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულება რეგიონებს შორის კავშირის გაძლიერებაში. 

დისკუსიის ფარგლებში განიხილება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სირთულეები, ეკოლოგიური რისკები და მათი გავლენა ეკონომიკაზე, ასევე განახლებადი ენერგიის განვითარების პერსპექტივები. 

გარდა ამისა, ყურადღება ეთმობა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაუმჯობესებას. 
სამიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შწხვედრებუ, რაც მონაწილე ქვეყმებს შესაძლებლობას აძლევს, გააღრმავონ თანამშრომლობა როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით.