21 აპრ 2026
საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აჭარის უმაღლეს საბჭოში მომდევნო ორი კვირის ვადაში გამართავს.
კანონმდებლობის შესაბამისად საბჭო წარმოდგენილი იქნება ასევე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მხრიდან კონტრასიგნაცია ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ.
აჭარის ყოფილი თავმჯდომარის საქმიანობას აფასებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ცოტნე ანანიძის განცხადებით სულხან თამაზაშვილის საქმიანობა იყო წარმატებული და დადებითი გავლენა მოახდინა რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე.