21 აპრ 2026
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს თომას კვირის სამშაბათს, იგივე მიცვალებულთა დღეს აღნიშნავს.
სიონის საპატრიარქო ტაძარში მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა.
დღეს ტაძრებში ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ პირველად შესრულდა დიდი პანაშვიდი. წირვის დასრულებს შემდეგ მეუფე შიომ მრევლს მორიგი ქადაგებით მიმართა.
განსაკუთრებით მოიხსენია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გაიხსენა უწმინდესის განვლილი ცხოვრება და ღვაწლი ქვეყნის ისტორიაში.