სინოდის სხდომა, სადაც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 28 აპრილს გაიმართება

21 აპრ 2026

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სინოდის 28 აპრილის სხომაზე პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.

„ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი“, – ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.