21 აპრ 2026
თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას შეითავსებენ მაკა ბოჭორიშვილი და მამუკა მდინარაძე. ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში იქნება სამი ვიცე-პრემიერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.