21 აპრ 2026
პროექტის წერის ვორქშოფები ჩატარდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტების სამსახურის უფროსმა სალომე კარალიძემ ჩაატარა.
ინტერაქტიული ტრენინგი თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.
ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის პროექტის დაგეგმვის, სტრუქტურირებისა და ეფექტური წერითი უნარების განვითარება იყო.