მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

21 აპრ 2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 20 აპრილს მოაწერა.