21 აპრ 2026
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 144 ქვეყანას შორის ანგარიშში მოხვდა საქართველოც, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები მკვეთრად შეიზღუდა.
დოკუმენტის თანახმად, მშვიდობიანი მომიტინგეები, ჟურნალისტები, ოპოზიციური ფიგურები და აქტივისტები თვითნებური დაკავების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ, რასაც მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მოჰყვა.
ანგარიშს თანახმად მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ მიიღეს სერიოზული დაზიანებები, დაშავდნენ ჟურნალისტები. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ფართოდ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, სამართალდამცველი უწყების წარმომადგნელებს პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. ამნისტი ინტერნეიშენელის ანგარიშს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში.