ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცებას ელოდება

21 აპრ 2026

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის შესახებ „დადებით გადაწყვეტილებებს“ ელოდება.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომს განვიხილავთ და ხვალ 90 მილიარდიანი სესხის შესახებ დადებით გადაწყვეტილებებს ველით. უკრაინას ეს სესხი ნამდვილად სჭირდება და ეს იმის ნიშანია, რომ უკრაინა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს, რაც ამ მომენტში უაღრესად მნიშვნელოვანია - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.