21 აპრ 2026
რუსულმა ძალებმა წელს უკრაინაში ათას 700 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს და ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით.
მარტ-აპრილის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 34 დასახლება და დაახლოებით 700 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს.
საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან, ჩვენი კონტროლის ქვეშ 80 დასახლება და ათას 700 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია მოექცა.
ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლება სრულად დასრულდა. გაერთიანებული ძალების ჯგუფის ფორმირებებისა და სამხედრო დანაყოფების მიერ შეტევა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს-განაცხადა გერასიმოვმა.