იაპონიაში სამხედრო წვრთნების დროს ინციდენტმა 3 ჯარისკაცი იმსხვერპლა

21 აპრ 2026

იაპონიის სამხრეთით ჩატარებული წვრთნების დროს მომხდარი ინციდენტის შედეგად იაპონიის თავდაცვის ძალების სამი წარმომადგენელი დაიღუპა - განაცხადა იაპონიის მინისტრთა  კაბინეტის გენერალურმა  მდივანმა მინორუ კიჰარამ.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას კიჰარამ განაცხადა, რომ სამშაბათს დილით, ოიტის პრეფექტურაში, ჰიჯუდაის საწვრთნელ ბაზაზე, სახმელეთო თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებული წვრთნების დროს ჭურვი აფეთქდა, რის შედეგადაც სამი სამხედრო მოსამსახურე  დაიღუპა და ერთი დაშავდა.

კიჰარას თქმით, ინციდენტში იაპონური საბრძოლო ტანკი მონაწილეობდა, რომელიც 2010 წლიდან გამოიყენება.

ინციდენტი იმავე დღეს მოხდა, როდესაც იაპონიამ ათწლეულების განმავლობაში თავდაცვის ექსპორტის წესების ყველაზე მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომელიც საზღვარგარეთ იარაღის გაყიდვაზე შეზღუდვებს აქმებს და სამხედრო გემების, რაკეტების და სხვა იარაღის ექსპორტს მწვანე შუქს უნთებს.