მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

23 ნოე 2025

დღეს გიორგობაა - ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

ტაძრებში დილიდან წირვა შესრულდება.

ქართული ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ - 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავს.

დღევანდელი დღე საქართველოში უქმედაა გამოცხადებული.