გიორგი მამარდაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

21 აპრ 2026

„ყველაფერი კარგად არის. მალე დავბრუნდები. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. დერბიში დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ“, – წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში „ევერტონთან“ 2:1 მოგებულ მატჩში მუხლი დაიზიანა, დაახლოებით ოთხი კვირა ვერ ითამაშებს, – ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. მისი დაბრუნების ვადები დამოკიდებულია ჭრილობის შეხორცებაზე, რასაც დაახლოებით 2-3 კვირა დასჭირდება.