21 აპრ 2026
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2025-2026 წლის პლეი-ოფის მეორე შეხვედრა „კლივლენდ კავალიერსთან“ სტუმრად გამართა, 105:115 დამარცხდა და სერიაში 0:2 ჩამორჩა.
„ტორონტოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ფოვარდს 20 წუთი დაუთმო, მამუკელაშვილის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი იყო – 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა.
მამუკელაშვილის გუნდი სერიის მესამე მატჩს „კლივლენდის“ წინააღმდეგ 24 აპრილს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. სერია ოთხ გამარჯვებამდე გაგრძელდება.