ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში ოთხი ქართველი მედლებისთვის იბრძოლებს

21 აპრ 2026

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუა ფინალში გავიდა.

ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ნახევარფინალში სომხეთის წარმომადგენელს, მანველ ხაჩატრიანს 3:1 მოუგო და ოქროს მედლისთვის ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ემინ სეფერშაევს დაუპირისპირდება.

77 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალშია რამაზ ზოიძეც, რომელიც ოქროს მედლისთვის სომხეთის წარმომადგენელს ამოიანს დაუპირისპირდება.

ფრიდონ აბულაძე და სულხან ბუიძე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებენ.