21 აპრ 2026
შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შესაძლოა არ შესრულდეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანული სატვირთო გემი დააკავა, რომელმაც ირანული პორტების ამერიკული ბლოკადის გარღვევა სცადა. იქს-ზე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებენ საზღვაო ქვეითები ირანის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემ ტუსკას.
ამერიკული მხარის განცხადებით, კვირას ექვს საათიანი დაპირისპირების შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს ირანის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემს, რომელიც ირანის ბანდარ აბასის პორტისკენ მიემართებოდა, რის შედეგადაც მისი ძრავები მწყობრიდან გამოვიდა.
ირანული მხარე ირწმუნება, რომ გემი ჩინეთიდან მოდიოდა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მალე პასუხს გასცემენ აშშ-ის სამხედროების მიერ განხორციელებულ შეიარაღებულ პირატულ თავდასხმას“, - განაცხადა ირანის სამხედრო პრესსპიკერმა.