უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ ტუაფსეს პორტი სქელ კვამლშია გახვეული

21 აპრ 2026

სოციალურ ქსელში  თანამგზავრული სურათები ვრცელდება, რომლებზეც  რუსეთის შავი ზღვის პორტ ტუაფსეზე უკრაინული დრონით თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძრისა და ძლიერი დაკვამლიანების მასშტაბებია ასახული.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ რუსეთის  ტუაფსეს პორტზე უკრაინული დრონით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია და სულ მცირე ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

უკრაინის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ღამით განხორციელებული დარტყმისას დრონი  ნავთობცისტერნებს მოხვდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. 

უკრაინამ ბოლო თვის განმავლობაში გააძლიერა თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რადგან აშშ-ს შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში ირანის ომის გამო შევიდა. 

ვაშინგტონი ახლა უფრო მეტად ირანის ომზეა ორიენტირებული.