21 აპრ 2026
მექსიკაში, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე- ტეოტიუაკანის პირამიდებზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა კანადელი ქალი და დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი. დაშავებულებს შორის ორი კოლუმბიელი, ერთი კანადელი და ერთი რუსეთის მოქალაქეა.
თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ტეოტიუაკანის პირამიდები მეხიკოსთან ახლოს მდებარეობს. მექსიკა შეერთებულ შტატებთან და კანადასთან ერთად 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობისთვის ემზადება. ღონისძიებაზე, რომელიც, სავარაუდოდ, მილიონობით ვიზიტორს მიიზიდავს უცხოეთიდან, ყურადღება გამახვილდება ძირითად ტურისტულ და კულტურულ ადგილების უსაფრთხოებაზე.
მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს გასულ წელს 1.8 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა.