21 აპრ 2026
საირიგაციო მომსახურების საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრები გრძელდება. გორში გამართული დისკუსიის მთავარი თემა საირიგაციო მომსახურების სუბსიდირების არსებული სქემა და წყალსარგებლობის განრიგის დროულად შეთანხმება იყო.
მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სარწყავ სეზონთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პრაქტიკულ გზებზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.