იაპონიის ელჩი ბსუ-ში

21 აპრ 2026

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ტიტე აროშიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, სამომავლოდ აკადემიური მიმართულებით ახალი ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის იგეგმება გაცვლითი პროექტები სტუდენტებისთვის.

საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, დღესვე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას იაპონურ ენაზე ლიტერატურა - 345 მანგა, იაპონური კომიქსი გადაეცა.