21 აპრ 2026
წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა 472 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტის ქვა.
გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2 ათას 500 ლარს აჭარბებს.