დაკავება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 

21 აპრ 2026

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი დააკავა.

საგამოძებო უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ტრაილერში დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი, კიდევ ერთი ბრალდებული კი უკანონოდ ცდილობდა გადმოეკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი.   მის მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურა და ქვეყნიდან გააძევეს.

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.