„ვარსკვლავების ჩრდილში" - წიგნის პრეზენტაცია

21 აპრ 2026

„ვარსკვლავების ჩრდილში“ - ასე ჰქვია ივანე გრიქუროვის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში შედგა. წიგნი ეძღვნება სპორტსმენებისა და მწვრთნელების გზას წარმატებისკენ.

ავტობიოგრაფიულ ნაშრომზე ავტორი წლების განმვლობაში მუშაობდა, თუმცა გამოცემას თავად ვერ მოესწრო. წიგნი მისმა მოწაფეებმა და ასევე, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა კახი კახიაშვილმა და გიორგი ასანიძემ გამოსცეს. 

ვანო გრიქუროვის სახელს არა მხოლოდ ქართული სპორტის, არამედ მსოფლიო ძალოსნობის ისტორიის უამრავი წარმატება უკავშირდება. ის იყო კახი კახიაშვილის, გიორგი ასანიძის, არსენ კასაბიევისა და შიმონ კოლექციის პირადი მწვრთნელი. მის შეგირდებს ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედლები სამი სხვადასხვა ქვეყნის – საქართველოს, საბერძნეთისა და პოლონეთის სახელით აქვთ მოპოვებული.