სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

21 აპრ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს და ზ.ფ. ბრალდებულის სახით დააკვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო  შეძენა-შენახვის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.