20 აპრ 2026
ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა ფაქტობრივად შეჩერებულია. ბოლო 12 საათის განმავლობაში სრუტე მხოლოდ სამმა გემმა გადაკვეთა.
ირანმა სრუტეში მიმოსვლა ხელმეორედ მას შემდეგ დაბლოკა, რაც აშშ-მა მისი ბლოკადის დარღვევის მცდელობისას ირანული სატვირთო გემი დააკავა.
ირანი საპასუხო ზომებით იმუქრება. თეირანი შეერთებულ შტატებს ომის დასრულების დიპლომატიური პროცესისადმი არასერიოზულ მიდგომაში ადანაშაულებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ისმაილ ბაღეი აცხადებს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს ირანულმა მხარემ მტკიცედ განმარტა ის საკითხები რომლებიც თეირანისთვის მიუღებელია.