პარიზის საკონცერტო დარბაზში კონცერტი - „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ გაიმართა

20 აპრ 2026

საფრანგეთში, პარიზის „სალ გავოს“ (Salle Gaveau) საკონცერტო დარბაზში კონცერტი - „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ გაიმართა.

პროექტი, რომელიც ქართული მუსიკის საერთაშორისო არენაზე პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ქართველი და ფრანგი მუსიკოსების კოლაბორაციით განხორციელდა.

საღამოზე საფრანგეთის მუსიკალურ სენასთან არსებულმა ორკესტრმა (SBO) პირველად შეასრულა ქართული მუსიკა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.