საერთაშორისო ფესტივალი ,,კლასიკური კონცერტები ბათუმში“

20 აპრ 2026

21-24 აპრილს ბათუმი მასპინძლობს საერთაშორისო ფესტივალს ,,კლასიკური კონცერტები ბათუმში“. პროექტი აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია კულტურული დიალოგის განმტკიცება.

ოთხი დღის განმავლობაში, მსოფლიო დონის მუსიკოსების მონაწილეობით, მსმენელს დაუვიწყარი მუსიკალური თავგადასავალი ელოდება.

21 აპრილს ფესტივალი გაიხსნება კონცერტით - ,,კლასიკური ჰარმონია”. მსმენელის წინაშე წარდგებიან თანამედროვე აკადემიური სცენის გამორჩეული პიანისტი - ელენ მერსიე და შვედი ვირტუოზი მევიოლინე - დანიელ ლოზაკოვიჩი.

გალა საღამოები ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.