ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილე

20 აპრ 2026

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებითა და კონფერენციით აღინიშნა მისასალმებელი სიტყვით კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ერთობლივად გახსნეს.

დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამედიცინო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, ასევე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებს ჯილდოები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე „რადიაციული უსაფრთხოება სამედიცინო საქმიანობაში“, რომელიც აერთიანებდა სფეროს ექსპერტებსა და პროფესიონალებს.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო უწყებას, რომელიც უზრუნველყოფს ბირთვული და რადიაციული საქმიანობების რეგულირებასა და კონტროლს.