​ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

20 აპრ 2026

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც აჭარის მაუწყებელთან განმარტავენ, შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა სამართალდარღვევის დაფიქსირება. დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ყველა პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.

„ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა სამართალდარღვევის დაფიქსირება.

სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს გადაეგზავნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებულია აღნიშნული ავტომობილები და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - ყველა პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ კომენტარში.