20 აპრ 2026
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 70 წლამდე კაცი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.