საერთაშორისო კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრების თემაზე 

20 აპრ 2026

„კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“ - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, ლევან ჟორჟოლიანმა, საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის არსებულ  თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის საპატენტო უწყებასთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი საფუძველია საქართველოში სისტემის შემდგომი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის. 

მისივე თქმით, პატენტი, წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმს, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ქმნის პროგნოზირებად და სანდო გარემოს ინოვატორებისთვის, ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის.

საერთაშორისო კონფერენციაში სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.