მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა, რათა  მიღებული გადაწყვეტილებით პაციენტები არ დაზარალდნენ - შალვა პაპუაშვილი დიუშენის სამკურნალო წამალზე

20 აპრ 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  დიუშენის სინდრომის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა, რათა  მიღებული გადაწყვეტილებით პაციენტები არ დაზარალდნენ.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით,  გასაგებია   მშობლების წუხილი და სურვილი, რომ   გამოინახოს მკურნალობის გზები, თუმცა ქვეყნის პირველ კანონმდებელს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა  მთავარი პრინციპის გათვალისწინება -შეფასდეს ყველა რისკი.  დიუშენი არის უიშვიათესი გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების დასუსტებას. 

დიაგნოზი 100-მდე ბავშვს აქვს საქართველოში დადასტურებული.   თანამედროვე მედიკამენტებით მკურნალობას ითხოვენ    დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები.