„ქართული ოცნების" ახალი საკონსტიტუციო სარჩელი - გამოხმაურებები

20 აპრ 2026

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ ახალ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატების ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სარჩელს პარლამენტის 89 წევრი აწერს ხელს.  

ქართული ოცნების ახალ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია ფედერალისტებში გამოეხმაურნენ.

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით ამ პროცესით მათთვის არაფერი იცვლება და ახალი სარჩელით მმართველი გუნდი ცდილობს სასამართლოში ცხრათვიანი ვადის ახალი ათვლა დაიწყოს. ქართული ოცნების გადაწყვეტილებას პოლარიზაციის გაღრმავებას უწოდებენ ლელო ძლიერ საქართველოში.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანა პოლიტიკურ იზოლაციაში მოექცევა.