20 აპრ 2026
ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში დღეს ორმა ქართველმა იასპარეზა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფიცარნაგზე რამინ შამილიშვილი და გოდერძი ბერდელიძე ავიდნენ.
ატაცში ბერდელიძემ 125 კგ აწია და ოქროს მედალი მოიპოვა. რამინ შამილიშვილმა კი 122 კგ დააფიქსირა და ბრინჯაოს მფლობელი გახდა. აკვრაში გოდერძი ბერდელიძემ პირველივე ცდაზე ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა.
რამინ შამილიშვილმა 146 კგ დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში მეოთხე ადგილზე გავიდა.
ჩემპიონი ბულგარელი ანგელ რუსტევი გახდა. ვერცხლის მედალი მოიგო სომხეთის წარმომადგენელმა გარნიკ ჩოლოკიანმა. თურქი სპორტსმენი იგიტ ერდოღანი ბრინჯაოს დასჯერდა.