20 აპრ 2026
სამტრედიაში ცხოველების სტერილიზაცია-ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის კამპანია 24 აპრილამდე გაგრძელდება, პროცესი პოლონელ ვეტერინარებთან ერთად ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს, ამ დროის განმავლობაში 500-მდე ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს.
ვეტერინარული პროცედურები, უტარდებათ როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ ცხოველებს.
აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.