დაკავება დაჭრის ფაქტზე

20 აპრ 2026

მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული პირი დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით  

თანასოფლელს სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.