საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი ჭადრაკში  

20 აპრ 2026

ბათუმი ჭადრაკში საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრება 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის ტარდება. ჩემპიონობისთვის სამასამდე ახალგაზრდა მოჭადრაკე იბრძვის.

პირველ და მეორე ადგილზე გასული სპორტსმენები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ. 

24 მაისს ბათუმში  ქალთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.