20 აპრ 2026
რუსეთის შავი ზღვის პორტ ტუაფსეზე უკრაინული დრონით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო საზღვაო პორტში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ხანძარი და კვამლი ტუაფსეს პორტთან ახლოს მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
ადგილობრივმა გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაშავდა ტუაფსეზე უკრაინული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. დრონების ნამსხვრევებმა საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა, ეკლესია და საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.
რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხრეთ პორტი, ტუაფსე, ნავთობპროდუქტების ექსპორტის ცენტრია, რომელიც ასევე ამუშავებს მშრალ ტვირთებს, როგორიცაა ქვანახშირი და სასუქი.
გარდა ამისა, აქ მდებარეობს „როსნეფტის“ საკუთრებაში არსებული ამავე სახელწოდების მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.