20 აპრ 2026
იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ტოკიოშიც.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ივატეს, აომორისა და ჰოკაიდოს პრეფექტურებში 3 მეტრის სიმაღლის ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.
ბიძგების ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. იაპონიის სეისმური ინტენსივობის შკალით მიწისძვრამ „ზედა 5“ ბალი შეადგინა.
პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ ჩრდილოეთ სანაპიროდან მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გამოსცა.