გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „რეალი“ დაამარცხა

20 აპრ 2026

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ მადრიდს ესტუმრა და „რეალი“ 95:90 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა 27 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ამ მოგებით „ტენერიფემ“ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე აინაცვლა.

მადრიდის „რეალი“ კი წაგების მიუხედავად პირველია. რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 25 აპრილს „მურსიასთან“ სტუმრად გამართავს.