მსოფლიო თასი ფარიკაობაში, ბაზაძე კვლავ რეიტინგის ლიდერია

20 აპრ 2026

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე მეთექვსმეტედ ფინალში - უზბეკეთს 45:38 მოუგო. მერვედფინალში 45:44 დაამარცხა ამერიკის შეერთებულ შტატების უძლიერესი გუნდი, მეოთხედფინალში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ კორეასთან 37:45 დამარცხდა.

მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში, ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი, ტურნირის მასპინძელი იტალია 45 - 41 დაამარცხა. პადოვაში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა. 

სანდრო ბაზაძე 200 ქულით მსოფლიოს რეიტინგს ისევ სათავეში ჩაუდგა და უშუალო კონკურენტ, ფრანგ ჯინ - ფილიპ პატრისს 16 ქულით უსწრებს.